მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, მარიუპოლში აღლუმი არ ყოფილა, მაგრამ მემორიალთან ყვავილები მიიტანეს, რომელიც ახლახან განახლდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ.
“9 მაისის აღსანიშნავად ოკუპანტებმა მარადიული ცეცხლი დაანთეს სავურ მოჰილაზე [ომის მემორიალი დონეცკის ოლქში]. ოლიმპიადის ტრადიციების გროტესკული კომბინაცია და აღდგომაზე კურთხეული ცეცხლის ამაღლება არის რუსებისთვის გამარჯვების დღის არსის საუკეთესო დემონსტრირება,” - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.
“ოკუპანტები გამარჯვების დღეს მარიუპოლის მაცხოვრებლების ძვლებზე აღნიშნავენ. რუსული არმიის მიერ მოკლული ასობით მოქალაქის გადაყვანა გრძელდება სოფელ ვინოგრადნეს მახლობლად მდებარე მასობრივ საფლავში,” - აცხადებენ მარიუპოლის საკრებულოში.
რუსეთში დღეს 9 მაისისადმი მიძღვნილი აღლუმი ტარდება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ რუსეთმა აგრესიის პრევენციული უკუგდება მოახდინა, რაც იძულებითი და სუვერენული გადაწყვეტილება იყო.