logo
ENG



მერის ცნობით, უკრაინელებმა მელიტოპოლში 200-მდე ოკუპანტი გაანადგურეს

11 დეკ 202212:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/11/dwohxn5rn73nvw7.jpg

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის ცნობით, რუსი ოკუპანტების ბაზასთან განხორციელებული დარტყმების შედეგად 200-მდე ოკუპანტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

ფედოროვი აღნიშნავს, რომ მონაცემები პირველადია და შესაძლოა, მათი რაოდენობა მეტი იყოს. მისი თქმით, დაჭრილი სამხედროები ყირიმის საავადმყოფოებში გადაჰყავთ, რადგან მელიტოპოლის კლინიკებში საკმარისი ადგილები არ არის.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია, UNIAN წერს, უკრაინამ თავდასხმის შედეგად ე.წ. კადიროველებთან ერთად, დანაკარგები ჩრდილოეთ ოსეთის დანაყოფმაც განიცადა - დაღუპულთა შორის, შესაძლოა, იყოს ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტი სოსლან ფიდაროვი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებები იყო. როგორც ფედოროვი წერდა, აფეთქებების ხმები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ისმოდა. უკრაინელებმა იერიში მიიტანეს მელიტოპოლის ეკლესიაზე, რომელსაც ოკუპანტებმა რამდენიმე თვის წინ დაიკავეს და საკუთარ ბაზად აქციეს.


close დახურვა