ახალი ოპოზიციური, პროდასავლური პლატფორმა უკვე შექმნილია. ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის გაერთიანებით ავტომატურად დაიშალა სამეული. ზურაბ ჯაფარიძის გირჩი არ გამორიცხავს კონსულტაციას ლელოსთან. თავის მხრივ ხაზარაძის პარტია გამორიცხავს ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას. ჯერ უცნობია, სად იქნება დროა ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის დასამარცხებლად, საჭიროა მესამე მძლავრი პოლუსის შექმნაც. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე 5 პროცენტიანი ბარიერი მოქმედებს და აკრძალულია საარჩევნო ბლოკების შექმნა, რა გზითაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა.
მესამე ოპოზიციური პოლუსის შექმნის პერსპექტივა
20 ივლ 202320:12
3 წუთის საკითხავი