29 თებერვალს ჩამოსული იტალიელი ტურისტებიდან 4 მესტიაში თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს. როგორც "ფორმულასთვის" გახდა ცნობილი, ისინი ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ არიან.
აღსანიშნავია, რომ მათ გარდა 8 იტალიელი ტურისტი ზუგდიდში ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება. დეტალების გასარკვევად "ფორმულა" დაუკავშირდა ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს. ნანა ოდიშარიას თქმით, მესტიაში მყოფი ტურისტების მსგავსად, უწყებას ზუგდიდში მყოფებთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.