მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგზავრთა მომსახურება განაახლა, - ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ცნობისთვის, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მიღება.
აღნიშნულ პერიოდში თბილისის მეტროპოლიტენის დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
