logo
ENG



მეუფე ანტონმა FB-ზე მოქალაქეებს ინდაური და ყვავი უწოდა, ის კი კგბ-ს აგენტად მოიხსენიეს

18 ოქტ 202022:26
3 წუთის საკითხავი
 
umlt4h1prcciefu.png

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა Facebook-ზე მოქალაქეებს "ყვავი" და "ინდაური" უწოდა.

მიტროპოლიტმა Facebook-ზე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი დაწერა, რომელიც რამდენიმე მოქალაქემ კომენტარებში გააკრიტიკა. აღნიშნულმა კრიტიკამ სასულიერო პირის უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც მან მოქალაქეებს ასევე კომენტარებში პასუხი გასცა. 

"შენც იმავეს გაგიმეორებ: ინდაურის შეხედულება არწივზე, ინდაურის დამახასიათებელია", - დაწერა სასულიერო პირმა.

თავის მხრივ ერთ-ერთმა მოქალაქემ მეუფეს კგბ-ს აგენტი უწოდა. 

 


close დახურვა