logo
ENG



მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძეს შანტაჟში ადანაშაულებს

11 ნოე 201919:30
3 წუთის საკითხავი
 
dd2f47sn934la4r.png

მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. სინოდის წევრი საჯაროდ პირველად ყვება, რომ ეკლესია მამა გიორგი მამალაძის დახმარებას დიდი ხნის წინ აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა. მიზეზი კი წერილი გახდა, სადაც დეკანოზი სასულიერო პირებს მხილებით დაემუქრა. გათავისუფლების შემთხვევაში კი ქუთაის გაენათის ეპარქიის წინამძღოლი ამბობს, რომ დეკანოზს საეკლესიო კანონებით განსჯა და განყენება ემუქრება.

რისი შეეშინდა საპატრიარქოს, ან რა წერია გასაიდუმლოებულ წერილში თორნიკე მამალაძე არ ამხელ.არც ის იცის იმსჯელეს თუ არა სასულიერო პირებმა დახურულ შეხვედრაზე შეწყალების შუამდგომლობაზე. თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია მხოლოდ იმაში, რომ დეკანოზი საპატრიარქომ მხოლოდ იმის გამო გაწირა, რომ ის სკანდალურ ინფორმაციას ფლობს. 

მამალაძის ძმის განმარტებით, გასაიდუმლოებული შინაარსის წერილი დეკანოზმა  სინოდის 4 წევრს  - პეტრე ცაავას, დიმიტრი შიოლაშვილს, დავით ალავერდელსა და ანდრია გვაზავას გაუგზავნა. მათ რიცხვში მეუფე იოანე არ ყოფილა, თუმცა ის ერთადერთია ვინც ამტკიცებს, რომ  დახურული შეხვედრა, სადაც დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობაზე იმსჯელეს, ნამდვილად შედგა. „ფორმულასთან“ საუბარში მამა ანდრია (სარია) მეუფე იოანეს განცხადებას ორღობის ჭორაობას უწოდებს, ხოლო მეუფე მექისედეკი აცხადებს, რომ მსგავს მსჯელობას ის არ დასწრებია და სინოდის სხდომაზე ეს საკითხი არ ყოფილა.

მეუფე იოანეს განცხადების სიცრუეს უწოდებს დეკანოზის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი. ის პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ ილია მეორე მზად იყო დეკანოზს დახმარებოდა, თუმცა ეს  სინოდის გავლენიანმა წევრებმა გადააფიქრებინეს.ადვოკატის მტკიცებით, ამავე იერარქებმა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ხელისუფლებასთან, სამჯერ ჩააგდეს შეწყალების მოთხოვნა, რომელიც გიორგი მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნათ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველები და ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ დეკანოზს ციხიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ თუ ხელისუფლება პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს.

 

 

 

 


close დახურვა