ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ ნიკოლოზსა და სხვა მართლმადიდებელ რელიგიურ ლიდერებს კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმუნიზაციის პროგრამებს საქართველოში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სხვა თემებს. გარდა ამისა, გაიმართება დისკუსია.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება, პირველი ლოკაცია კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონია. ახალქალაქსა და ახალციხეში დღევანდელ შეხვედრებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ესქპერტები ესწრებოდნენ.
სინოდმა ვაქცინის თემაზე იმსჯელა და თქვა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მრევლმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, აიცრება თუ არა. ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირია აცრილი, მათ შორის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, წმ. პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარი გიორგი ჩაჩავა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა.
თავად მეუფე ნიკოლოზს ვაქცინაციაზე არაერთხელ უსაუბრია. მისი პოზიციაა, რომ თუ ვაქცინის აუცილებლობაში დაარწმუნებენ, ის აიცრება.