logo
ENG



მეუფე პეტრე მეუფე იაკობზე: უსირცხვილო ადამიანის განცხადება

07 მაი 202021:05
3 წუთის საკითხავი
clock 456

"გავიხსენებთ გენიალური ვაჟა-ფშაველას სიტყვებს - რაც უნდა ჭირი მომკერძონ, ბილწს არ შევეკვრი ზავითა",-ასე გამოეხმაურა მეუფე პეტრე  მეუფე იაკობის განცხადებას მისი გაკვეთის შესახებ. მისი თქმით, დღეს სინოდი ღმერთს დაშორებულია და არაეკლესიურად ცხოვრობს.

"რაც შეეხება კონკრეტული უსირცხვილო ადამიანის განცხადებას, რომელიც წარმოადგენს დღევანდელი საპატრიარქოს სახეს და პატრიარქის სახეს, შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა, ასევე შემირცხვენია სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობს სოდომის ცოდვაში, ამ ცოდვის გამრავლებაში და ახალგაზრდა ადამიანების გახრწნაში, ბრალდებული მაღალი იერარქი. შემირცხვენია სინოდი, რომელიც არ აღიარებს, რომ ადამიანი, სასულიერო პირი რომელიც არ დაემონა ამ გახრწინელებას სხავდასხვა ინტრიგებით დღეს ციხეშია, საპატიმროშია ამ მიზეზის გამო. შემირცხვენია სინოდი, რომელსაც სჯერა რომ პრეზიდენტს მიმართა შეწყალების თხოვნით და მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შემირცხვენია სინოდი, რომელმაც სამი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ციანიდის საქმეზე შექმნიდა კომისიას და რომ ეს კომისია საეკლესიო კანონით შეისწავლიდა მამა გიორგის ბრალეულობას. შემირცხვენია სინოდი, სადაც თავმჯდომარეს მხარს უმშვენებს თავის მემკვიდრე, მონარქიული მმართველობით, უკანონოდ დასახელებული ე.წ. მოსაყდრე, მეუფე შიო",-აცხადებს მეუფე პეტრე. 


close დახურვა