logo
ENG



მექა ხანგოშვილი:ორი აზრი არ არსებობოს, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსებმა მოკლეს

04 ნოე 201908:32
3 წუთის საკითხავი
 
qqyxwzz4uaf9w07.png

„რუსეთის კავშირი ხანგოშვილის მკვლელობასთან, რომელზე ლაპარაკიც გერმანიას არ სურს" - "სი-ენ-ენი'' ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი სავარაუდოდ რუსეთის მიერ დაქირავებული მკვლელია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ მკვლელობამდე ხანგოშვილს გერმანიამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი 3-ჯერ უთხრა. მკვლელობის შემდეგ კი  ქვეყნის მთავრობამ განმარტა, რომ გერმანია ამ დანაშაულის სრულფასოვანი გამოძიებით იყო დაინტერესებული. ამასთან, ავტორს, სტატიაში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტის, ალექსანდრე კვახაძის სიტყვებიც მოჰყავს. კვახაძის თქმით,  როგორც თავის დროე ზელიმხან ხანგოშვილი ამბობდა, 2015 წელს თბილისში მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან რუსული დაზვერვა იდგა, ხოლო ქვეყანაში მათი წარმომადგენლები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა შემოუშვა. 

ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავები ფიქრობენ, რომ მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ჩადენილი და გერმანიას ხანგოშვილის გამო რუსეთთან ურთიერთბის გაფუჭება არ სურს.

„აქ ორი აზრი არ არსებობოს, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი ქმდება და მათ მიერ არის მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი. რაც შეეხება გერმანიის დამოკიდებულებას მე არ გამიკვირდება, რომ გერმანია დუმს, ზელიმხანის გულისთვის გერმანია არ გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან. რაც აქამდე მიმდინარეობს ეჭვის საფუძველს არ იწვევს, ვნახოთ მომავალში როგორი იქნება საერთოდ რა შედეგს დადებს და როგორი იქნება მათი ვერდიქტი, მხლოდ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და გამოვიტანოთ დასკვნები“,- აცხადებს მექა ხანგოშვილი.


close დახურვა