მექსიკაში, სერვანტინოს რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ სოლო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. კონცერტს ადგილობრივი მედია აშუქებდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ანსამბლმა რამდენიმე შეთავაზება მიიღო, მათ შორის იყო კალიფორნიის შტატიდან, სადაც მასშტაბური ფესტივალი იმართება. მეორე სოლო კონცერტს „შავნაბადა“ ქალაქ მეხიკოში, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გამართავს, სადაც მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურის ცენტრია განთავსებული.