მეცნიერებმა დედამიწის ახალი ბუნებრივი თანამგზავრი აღმოაჩინეს - მცირე ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც ორიდან სამ-ნახევარ მეტრამდეა.
მკვლევარების აზრით, უკვე სამი წელია ასტეროიდი დედამიწის გარშემო ბრუნავს. პლანეტას ის მიზიდულობის ძალის შედეგად მიუახლოვდა. ციური სხეული 15 თებერვალს დააფიქსირეს. მასზე დაკვირვება გრძელდება.