logo
ENG



მეცოლა: ევროპა წინ უნდა წავიდეს უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხში

07 იან 202323:49
3 წუთის საკითხავი
clock 599
2023/01/07/vj03nuvjdpjbacz.jpg

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროპა წინ უნდა წავიდეს უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხში.

"მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. ევროპა წინ უნდა წავიდეს უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხში - ეს მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გააკეთოს.

ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერება ასევე დამოკიდებულია ჩვენი მეზობლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ისინი არ იქნებიან ძლიერები და დაცულები, სანამ ჩვენ არ ვიქნებით", - თქვა მეცოლამ.

18 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ მოიგოს. მისი თქმით, ევროკავშირს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიესალმება სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა.

16 დეკემბერს, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა. სანქციები დაწესდა დამატებით 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ.


close დახურვა