logo
ENG



მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭება პრიორიტეტად რჩება

30 მაი 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/ytc0ve6n3kx94b2.jpeg

ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის მათთვის პრიორიტეტად რჩება.

"ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვა შემთხვევაში რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას", - თქვა მეცოლამ.

მეცოლას თქმით, ევროპარლამენტს სურს "სრული და ცალსახა განცხადება უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ".

"ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ ელვის სისწრაფით გასცა პასუხები კითხვარს, და ველით, რომ ზუსტად ასეთი ელვის სისწრაფით ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯს გადადგამს", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.


close დახურვა