logo
ENG



მთავარი ბირთვული ინსპექტორი: უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დახურვას განიხილავს

07 სექ 202218:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/07/mn8vve60isvtfl4.jpg
Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ოლეხ კორიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გაუარესების გამო ​ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დახურვას განიხილავს.

"თუ დადგება პირობები, რომლებიც მოითხოვს ქარხნის გათიშვას, სადგური და მე-6 ენერგობლოკს დახურავს." - განაცხადა კორიკოვმა.

"სიტუაციის მუდმივი გაუარესება, ელექტრომომარაგების გახანგრძლივებული ნაკლებობა გვაიძულებს გამოვიყენოთ დიზელის გენერატორები, ძალიან რთულია ომის დროს დიზელის საწვავის მარაგის შევსება." - თქვა კორიკოვმა.

მისი განცხადებით, დიზელის გენერატორების მუშაობა არ იქნება მდგრადი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო [IAEA] უკრაინული ბირთვული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისიიდან მიღებულ დასკვნას ასაჯაროებს.

IAEA ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნას ითხოვს.

სააგენტოს ანგარიშში ნათქვამია, რომ რეკომენდაციას უწევენ სამხედრო აღჭურვილობის გაყვანას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ზონებიდან.

 

close დახურვა