საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.
უწყების ცნობითვე, კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
"ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა"- ნათქვამია განცხადებაში.