logo
ENG



მთავრობა: ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება

26 ნოე 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.

შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იქნება. შეზღუდვები ეხება სავაჭრო ობიექტებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ღია და დახურულ ბაზრობებს. შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგამდე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.


close დახურვა