logo
ENG



მთავრობა ბორჯომის შეთავაზებით დაინტერესებულია - გადაწყვეტილებას უახლოს სხდომაზე მიიღებენ

20 მაი 202220:42
3 წუთის საკითხავი
clock 721
2022/05/20/pntp0543mmpzt9d.png
ფოტო: ფორმულა

საქართველოს მთავრობა ბორჯომის მფლობელი კომპანიის შეთავაზებით დაინტერესებულია, რომლის ფარგლებშიც კომპანია მზადაა საქართველოს მთავრობას წილების ნაწილი გადასცეს.

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს ბორჯომის შესახებ კონკრეტული დავალებები მისცა.

"ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი", - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანია მზადაა, საქართველოს მთავრობა წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. მათი თქმით, დათანხმების შემდეგ კომპანია ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას შეძლებს.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.


close დახურვა