logo
ENG



მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარადგენს

21 აპრ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს 24 აპრილს წარადგენს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავენ დაწესებულ შეზღუდვებს, ხელისუფლება ამ შეზღუდვების მოხსნას მით უფრო მალე შეძლებს.

„24 აპრილს, საქართველოს მთავრობა წარადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც იქნება ორი ეტაპისგან შემდგარი. ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევსვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა უკვე პოსტკრიზისულ გეგმაზე. მოქალაქეებს გვინდა ვუთხრათ, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება ყველა შეზღუდვა, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება. თითოეული მოქალაქე ამ საკითხს სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახნაგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.


close დახურვა