logo
ENG



მთავრობა რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს მომსახურების შეზღუდვის რეკომენდაციას აძლევს

16 მარ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ მათი სერვისის ის ნაწილი, რომელიც მოქალაქეების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, მოქალაქეებს ე.წ. მიტანის სერვისი შესთავაზონ.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებს და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებული უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან. მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციონირება ე.წ. გატანის სერვისებით, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ხვალიდან, 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალება.


close დახურვა