logo
ENG



მთავრობამ ე.წ. რიყის დოქებს ფასი 10 მილიონ ლარამდე დააკლო

21 თებ 202215:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/21/pca7gwg43p2bkot.jpg

საქართველოს მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ისევ აუქციონზე ყიდის. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, "დოქების" საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს. 

ეკონომიკის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ რიყის დოქების გაყიდვით თბილისში ახალი "ტურისტული მიზიდულობის ცენტრი" შეიქმნება. 

ლევან დავითაშვილის თქმით, პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის.

ეკონომიკის სამინისტრომ "რიყის დოქები" აუქციონზე ბოლოს 29 აპრილს გაიტანა. მაშინ მისი საწყისი ფასი 47,5 მლნ ლარს შეადგენდა.

მანამდე სამინისტრომ  "რიყის დოქები" 30 მარტს გაიტანა გასაყიდად, თუმცა აუქციონი მაშინაც უშედეგოდ დასრულდა. სამინისტრო ობიექტს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 71 250 000 ლარად ყიდდა.

რიყის პარკში 14 591მ2-ზე განთავსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, ე.წ. რიყის დოქები უკვე მესამე წელია უშედეგოდ იყიდება. 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა. 

პირველ აუქციონთან შედარებით მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა.

თავდაპირველად, რიყის დოქები, 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ. ლარად იყო გამოტანილი.

 


close დახურვა