logo
ENG



მთავრობამ შეიძლება არც ეს დაპირება შეასრულოს - ოპოზიცია დასაქმებულთა დაბეგვრაზე

10 მაი 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის დაპირება დასაქმებულთა ხელფასის შესახებ, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადით ისინი ახალი წესით დაიბეგრებიან, კვლავ ძველი წესით ხორციელდება. კერძოდ, ცვლილებები კანონში არ ასახულა, რაზეც ოპოზიცია შიშობს, რომ აღნიშნული დაპირებაც ფორმალობად იქცევა. ამ ვითარებაში კი ბიზნესი და თვითდასაქმებულები დაზარალდებიან.

"დაბნეულობაა კომპანიებში, რადგან არ იციან ეს შეღავათი აპრილის ხელფასზე ვრცელდება თუ რომელ თვეზე. კონკრეტული ინსტრუქცია ვადების დონეზე არ თქმულა, ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ თუ შეღავათი ვრცელდება მაისსზე, მაშინ ის აპრილის ხეფასების მიხედვით უნდა გაიცეს", - აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საშეღავათო გადაწყვეტილებები არასაკმარისია და ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეიძლებოდა. 

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა არასაკმარისია და ვერ გააუმჯობესებს ადამიანების მძიმე მდგომარეობას. საჭიროა ბევრად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და არ უნდა გაგვირკვიდეს ოცნებისგან, რომ ესეც არ შეასრულოს", - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.


close დახურვა