logo
ENG



მთავრობას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს გაყიდვაზე - ნატახტართან აქცია იმართება

19 ოქტ 201918:59
3 წუთის საკითხავი
 
mcjmkcif8f6ikr4.png

ნატახტრის გზაზე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ დაიწყო.

როგორც აქციის წევრები ამბობენ, პოლიციელები მათ არ აძლევენ საშუალებას ღიად გამოხატონ პოზიცია ოკუპაციის შესახებ. მათი თქმით, ისინი გეგმავდნენ გზაზე მიმავალი რუსი მძღოლებისთვის შეეხსენებინათ, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია, თუმცა სამართალდამცველებმა მშვიდობიან პროტესტს ხელი შეუშალეს. 

„როდესაც ვაპირებდით ზებრაზე გადასვლას, პოლიციელებმა ხელში აგვიყვანეს და გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს. ჩვენ გზას არ ვკეტავდით, უბრალოდ, ერთი მხრიდან ზებრაზე პლაკატებით გადასვლა გვინდოდა და არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ახლა პოლიციას კორდონი აქვთ გაკეთებული და არ გვაძლევენ ზებრაზე გადასვლის საშუალებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მსხალაიამ.

აქციის ერთ-ერთმა წევრმა  სამართალდამცველებს კითხვით მიმართა:"არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?" პოლიციელებმა ამ კითხვას დუმილით უპასუხეს. როგორც მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ამბობენ, ქართული პოლიცია ამგვარი ქმედებებით ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას, რაც რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება.

"საქართველოს მთავრობას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს გაყიდვაზე", - აღნიშნა აქციის მონაწილემ. 

თავად პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მაგისტრალის გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება. 


close დახურვა