logo
ENG



მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

02 ნოე 202012:22
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

როგორც მეზვრიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

გუშინ, 1 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ დაცვის თანამშრომელთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

კოვიდ-19 დღეს პრემიერის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 42579 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 26800 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 342 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 293. 2 236 ადამიანი კოვიდ სასტუმროებშია მოთავსებული.


close დახურვა