logo
ENG



მთავრობის გადაწყვეტილებით 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა

26 ნოე 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები ცხადდება. უფრო ზუსტად:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; 
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია თქმით, ამ გადაწყვეტილებით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი სადღესასწაულო გეგმები წინასწარ განსაზღვრონ. 

"3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება უქმე დღეები, დასვენების დღეები, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ ეს დაგვეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში. შესაბამისად, ესაა კიდევ ერთი ბლოკი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების, რაც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას საახალწლო დღესასწაულები წინასწარ დაგეგმონ, რათა მათი მობილობა დღეებში არ იყოს ჩაკეტილი",-თქვა გიორგი გახარია. 

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 


close დახურვა