logo
ENG



მთავრობის სტრატკომის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა

09 თებ 202413:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/6w4gvmlpxh8kdxd.jpg

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი გახდა. ინფორმაციას სტრატკომის ყოფილი უფროსი, ნინო გიორგობიანი ავრცელებს. 

ფეიქრიშვილი თანამდებობაზე ნინო გიორგობიანს ცვლის, რომელიც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ გახდა. 

მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსია. რამდენიმე დღით წინ, რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ მიშა ფეიქრიშვილს ტელევიზიაში ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი შეცვლის.

მიშა ფეიქრიშვილი იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2023 წლის მაისში გახდა. მანამდე ის პარლამენტში ქართული ოცნების პრესსამსახური იყო.


close დახურვა