logo
ENG



მთავრობის ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ რეგულარული ფრენები ივლისის ბოლომდე არ აღდება

02 ივლ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ცხელ ხაზზე, 144-ზე, ფორმულას უთხრეს, რომ საქართველოდან რეგულარული ფრენების გახსნა ივლისის ბოლომდე არ იგეგმება და დანიშნულია მხოლოდ სპეცრეისები. 

"საქართველოს ჯერ არ გაუხსნია საზღვრები, თვის ბოლომდე არის გადაწეული გახსნა. დანიშნულია მხოლოდ სპეცრეისები. საქართველოს მოქალაქეს რომ უნდოდეს სამოგზაუროდ ან სხვა მიზეზით წასვლა, ვერ გახვალთ. 

ამ ეტაპზე ფრენებმა გადაიწია პირველ აგვისტომდე და ვერ გეტყვით, აგვისტოს ბოლოს აღდგება თუ არა",  - ამბობს მთავრობის ცხელი ხაზის ერთ-ერთი ოპერატორი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს უკვე ხსნის. მანამდე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომელსაც ევროკავშირი უსაფრთხოდ მიიჩნევს. მათ შორისაა საქართველოც. 1 ივლისს პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 


close დახურვა