ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება. ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფრენები გარკვეული სიხშირით შესრულდება:
"ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე გავაუქმოთ შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია შეძლებს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით, მაგრამ ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით",-განაცხადა თურნავამ.
მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება.
სად რა შეზღუდვები იხსნება ან რჩება მარტამდე სრულად იხილეთ აქ.