logo
ENG



მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

01 ივლ 202018:04
3 წუთის საკითხავი
clock 607
n2u313g7cfnbgv9.jpg

საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური და იმ წარმატების აღიარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მიაღწია.

„მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრულად გაეხსნათ ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ იმოგზაურონ საქართველოში.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ახალი მიმართულებები დაემატება იმ დედაქალაქების ჩამონათვალს, სადაც კომერციული ჩარტერული რეისები დღესაც სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ევროპულმა საბჭომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა - ჩამონათვალს საბჭო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

როგორც საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, ჩამონათვალშია ის 14 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას ევროკავშირი 1-ლი ივლისიდან აპირებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელიც წინ უსწრებდა სიის გამოქვეყნებას ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს. აღნიშნულ განცხადებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ საქართველოს რეგულარული ფრენები, შესაძლოა, ივლისის ბოლომდე არ აღედგინა.


close დახურვა