მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. ინფორმაციას სომხეთის სახელისუფლებო მედია ავრცელებს. მოგვიანებით ეს ცნობები ოფიციალურმა ბაქომაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული დახმარება ბაქოსგან მთიან ყარაბაღს წლების განმავლობაში არ მიუღია.
Armenpress-ის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაუშვან "რუსული საქონელი ჩვენს რესპუბლიკაში ქალაქ ასკერანის გავლით", რაც ყარაბაღის ქალაქს მოიაზრებს, რომელიც აზერბაიჯანის ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს.
"ამავდროულად, მიღწეულია შეთანხმება რუსი სამშვიდობოებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ჰუმანიტარული გადაზიდვების აღდგენის შესახებ", - წერს Armenpress-ი - საუბარია იმ მონაკვეთზე, სადაც ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება ბლოკირებულ რეგიონში "სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემებით" არის განპირობებული.