logo
ENG



მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - ევროკომისიის რეკომენდაცია

08 ნოე 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/08/tbyvqkb3xc9mrj8.jpg

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

ვროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა საქართველოში გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

"კომისია იძლევა რეკომენდაციას, საბჭომ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იმ გაგებით, რომ კონკრეტული რეფორმების კუთხით ნაბიჯები გადადიგმება", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.

რას წერს ევროკომისია საქართველოს შესახებ 2023 წლის ანგარიშში


close დახურვა