logo
ENG



მილანში Next Gen ATP Finals-მა სტარტი აიღო

10 ნოე 202118:58
3 წუთის საკითხავი
clock 760
2021/11/10/4uancy645oeqra3.jpg

მილანის ტურნირზე სეზონის 8 საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელი მონაწილეობს, რომლებიც 2 ქვეჯგუფში განაწილდნენ. საუკეთესო 4 მოთამაშე ნახევრფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.

ჯგუფები ასე გამოიყურება:

1 ჯგუფი

  • სებასტიან ბაეზი ( არგენტინა, 20 წლის ) 

  • სებასტიან კორდა ( ამერიკა, 21 წლის  ) 

  • უგო გასტონი ( საფრანგეთი, 21 წლის ) 

  • ლორენცო მუსეტი ( იტალია,19 წლის ) 

 

2 ჯგუფი 

  • კარლოს ალკარაზი ( ესპანეთი, 18 წლის ) 

  • ბრენდონ ნაკაშიმა ( ამერიკა, 20 წლის ) 

  • ჰოლგერ რუნე ( ნორვეგია, 18 წლის ) 

  • მანუელ სერკუნდოლო ( არგენტინა, 19 წლის )

 

Next Gen ATP Finals 2017 წლიდან იღებს სათავეს, რომლის საპრიზო ფონდი 1,400,000 ამერიკული დოლარია.

ტურნირის პირველი გამარჯვებული 2017 წელს კორეელი ჩუნგ ჰეიონი გახდა. 2018 წელს ამ ტიტულს ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაეუფლა, ხოლო 2019-ში პირველ ადგილზე იტალიელი იანიკ სინერი გავიდა.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო Next Gens Finals არ ჩატარებულა.


close დახურვა