ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაჭრილია მინეაპოლისში მომხდარი სროლის შედეგად. ინფორმაცია ტვიტერის გვერდზე პოლიციის ადგილობრივმა დეპარტამენტმა გაავრცელა.
შემთხვევა სავაჭრო ცენტრთან ახლოს მოხდა. პოლიცია ავრცელებს თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებსაც. უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. არ ვრცელდება ინფორმაცია მოტივების შესახებ.