logo
ENG



მინი ახალი აღთქმის ჯარისკაცებისთვის ჩუქება თავდაცვის სამინისტროს 70000 ლარი დაუჯდა

23 ნოე 202013:24
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/23/glthlxm7x14mk54.png

თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებისთვის მინიატურული ახალი აღთქმის წიგნების დარიგება 70 000 ლარი დაუჯდა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, უწყებამ გამარტივებული წესით, გამომცემლობა პალიტრა L-სგან შეისყიდა 20 ათასი ცალი ახალი აღთქმის მინი  წიგნი. ხელშეკრულება 2020 წლის 14 აგვისტოს გაფორმდა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და შემსყიდველისთვის საკუთრებაში გადაცემასთან.

წიგნის ტექნიკურ აღწერილობაში ნათქვამია, რომ ერთეულის ფასი 3,50 ლარია, სრული ტირაჟი კი შეადგენს 20 ათასს. წიგნის ზომაა 8/11 სმ. 

ასევე, გამოცემა პალიტრა L-თან გაფორმებული გამარტივებული შეყიდვის ხელშეკრულებით, სამინისტრო 9 900 ლარად ყიდულობს 1000 ერთეულ მინი ყურანს. შესაბამისი დოკუმენტი 12 ოქტომბრით თარიღდება. 

დღეს, 23 ნოემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯარისკაცებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ.

უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, "კომპაქტური და დრეკადია".


close დახურვა