ბელარუსის დედაქალაქ მინსკთან ახლოს, მაჩულიშის საავიაციო ბაზაზე 26 თებერვალს დილით აფეთქებები მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაზიანებული რუსული თვითმფრინავების შესახებ.
ბელარუსული ოპოზიციური მოძრაობა BYPOL წერს, რომ სულ 2 აფეთქება მოხდა და ეპიცენტრი მინსკიდან 12 კილომეტრში იყო.
მათი ცნობით, მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე სამხედრო და საგზაო პოლიციის დიდი რაოდენობით მობილიზება შეინიშნება, რომლებიც გამვლელ მანქანებს ამოწმებენ.