logo
ENG



მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

07 დეკ 201917:20
3 წუთის საკითხავი
 
c34612h3f67fef2.jpg

მინსკში რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ბელარუსის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა და მთავრობის სახლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტების განცხადებით, მათ რუსეთისგან დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება სურთ.

არასანქცირებულ აქციაზე მომიტინეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. საპროტესტო აქციის ფონზე ბელარუსის ლიდერი სოჭში ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს. მისი თქმით, რუსეთთან ისეთ შეთანხმებას არ გააფორმებს, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის. 


close დახურვა