logo
ENG



მიტოვებული იპოდრომი - შაბათის ფორმულა

14 მაი 202220:29
3 წუთის საკითხავი
 

თუ კი ივანიშვილის ქონებას - ქვეყნის გარეთ პრობლემები ექმნება, ქვეყნის შიგნით, დედაქალაქის შუაგულში თავისი ქონება ოლიგარქმა თავად გაყინა. 2020 წლის ოქტომბერში თბილისის მერმა პომპეზურ პრეზენტაციაზე ცენტრალური პარკის მშენებლობა დაგვიანონსა. ითქვა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მორიგ სტანდარტულ, დაბეტონებულ პარკად 2 წელიწადში გადაიქცეოდა. წელიწადნახევარი უკვე გავიდა, დათქმული ვადის ამოწურვამდე უკვე 5 თვე დარჩა, მაგრამ "ხალხის საჩუქარ იპოდრომზე" დრო გაჩერებულია. პროექტი წესით ოქტომბერში მზად უნდა იყოს, თუმცა, იქ ჯერ ვერსად ნახავთ დაპირებულ ფრანგულ და იაპონურ ბაღებს. იმის გათვალისწინებით რომ დათქმული დრო უკვე იწურება, სამშენებლო მოედანზე მხოლოდ ერთ ტრაქტორს და ერთ სატვირთოს გადაეყრებით. ორივე უძრავად დგას. რაც ყველაზე მთავარია, კვლავ არ არსებობს პარკის მოსაწყობად საჭირო შესაბამისი ნებართვა, არც პროექტი დაუმტკიცებია ვინმეს.

 


close დახურვა