logo
ENG



მიტოვებული სტუდენტები - დროება

25 სექ 202221:44
3 წუთის საკითხავი
 

ამ ქვეყანაში განათლების მინისტრის მთავარი ფუნქცია რომ ოლიგარქის ქება-დიდებაა, ვიცით. ჩვენი ქვეყნის ყველაზე პრობლემურ - განათლების სისტემას ხელმძღვანელობს კაცი, რომელსაც ცოტა ვინმე თუ ცნობს: აი, სტუდენტები რომ არ იცნობენ, ეს ყველამ ერთად ვნახეთ ოთხი თვის წინ, როდესაც სტუდენტების ერთთვიანი ხმაურიანი პროტესტისას მინისტრი ერთხელაც არ მისულა მათთან შესახვედრად. ჩხენკელი მთავრობის წევრია და პოლიტიკის განმსაზღვრელ-აღმსრულებელი, შესაბამისად, თუ ჩხენკელს არ ადარდებს სტუდენტების ბედი, ან შესაბამისად ამ ქვეყნის მომავალი, გამოდის რომ მთავრობასაც ამ სფეროში არსებული პრობლემების მიმართ მგრძნობელობა კატასტროფულად დაქვეითებული აქვს.


close დახურვა