logo
ENG



მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტზე თავდასხმაზე: მოახერხა და გამოიყვანა წყობიდან მეუფე

09 მაი 202114:21
3 წუთის საკითხავი
clock 1488

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი წყობიდან და სწორედ ამას მოყვა ინციდენტი.

მიტროპოლიტის განცხადებით, ის არ იწონებს მეუფე ანტონის საქციელს, თუმცა ჟურნალისტმა "მოახერხა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან".

„ჩავიდა თქვენი კოლეგა მეუფე ანტონთან, ტაძრის დღესასწაულია, დაბადების დღეა, კადრებიდან ჩანს, არაა ნასვამი. დავთვალე, 11-ჯერ ცდილობს მთელ სიუჟეტში გამოიყვანოს წყობიდან. პირველი, რასაც უწყებს ლაპარაკს - მეუფემ სცემა მღვდელი და თქვენ რას იტყვით. მეუფე რამდენჯერმე ეუბნება, დამანებეთ თავი, არ მსიამოვნებს თქვენთან საუბარი. და ბოლოს ახერხებს ეს ადამიანი...

ცუდია, გგონიათ მეუფე ანტონს მოსწონს მისი საქციელი? ხელით არ უნდა შეეხოს არავინ არავის. მე ამ ამბიდან დავიმახსოვრე, რომ 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე ჩემი მწყობრიდან გამოყვანას, მოვითმენ. მე-15-ზე შეიძლება ვერც მე მოვითმინო და შეიძლება მეც შევეხო ხელით, მეც ადამიანი ვარ. თუმცაღა, ამ, საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს.

აქ საუბარია, რომ მოახერხა ჟურნალისტმა და მე-11 მცდელობაზე გამოიყვანა მწყობრიდან", - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მღვდელმთავარმა ანტონ ბულუხიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა. 


close დახურვა