logo
ENG



მიშელი: პრეზიდენტის ვეტო დაფიქრების საშუალებას იძლევა, კანონი EU-ის ნორმებს არ შეესაბამება

18 მაი 202420:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/18/7d1x1oq95k289de.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მიშელი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის ვეტო "დაფიქრების საშუალებას იძლევა" და კანონი არსებული ფორმით ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.

იგი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს უზრუნველყონ, რომ საქართველო ევროპულ გზას არ ასცდეს.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალების კანონზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. დღევანდელი ფორმით - კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას.

მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, კარგად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.

მე ვაგრძელებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით თვალყურის დევნებას", - წერს მისელი სოციალურ ქსელში. 


close დახურვა