logo
ENG



მიშელი: ღარიბაშვილთან აღვნიშნე, რომ კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს

17 მაი 202220:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/mfcmxthjz1s3t0u.jpg
საქართველოს მთავრობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს.

მიშელის თქმით, ევროკავშირი მზადაა გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან.

"ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.

ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საჭიროა ისე, როგორც არასდროს", - წერს მიშელი Twitter-ზე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით ყოფნის ფარგლებში, EU-ს სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.


close დახურვა