logo
ENG



მიშელი ოკუპანტების მიერ კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ომის დანაშაულს უწოდებს

06 ივნ 202311:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/olg09n32yrhoix8.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twittr-ზე რუსეთის მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხნაურება და ამას ომის დანაშაულს უწოდებს.

"შოკირებული ვარ კახოვკას კაშხლის უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული - ჩვენ რუსეთისა და მის მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ", - წერს ის.

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".

მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინას ვერც რაკეტებით შეაჩერებენ და ვერც წყლით. თუმცა მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტები უკრაინის მიწის თითოეული კუთხიდან უნდა განიდევნონ


close დახურვა