logo
ENG



მიშელი რუსეთის ელჩს: დარბაზის დატოვება უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის მოსმენა

07 ივნ 202210:25
3 წუთის საკითხავი
 

გაეროში რუსეთის ელჩმა უშიშროების საბჭოს სხდომა დატოვა მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის გამოწვევაში დაადანაშაულა.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი სასურსათო მარაგებს იყენებს, როგორც "მალულ რაკეტას" განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ.

რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ საპასუხოდ მიშელი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა.

ომის გამო უკრაინულ პორტებში გემებია გაჩერებული. უკრაინა საკვების ზეთისა და მარცვლეულის მსხვილი ექსპორტიორია. მარცვლეულისა და სასუქის მსხვილი ექსპორტიორია რუსეთიც. ომის გამო კი ალტერნატივაზე მკვეთრად გაიზარდა.

"რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ეს ზრდის საკვების ფასებს, ხალხს სიღარიბისკენ უბიძგებს და მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. რუსეთია სრულად პასუხისმგებელი ამ სასურსათო კრიზისზე", - თქვა მიშელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დროს.

მან ასევე რუსეთი მოსავლის დათესვის/აღების ხელშეშლაში და მარცვლეულის მოპარვაში დაადანაშაულა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებების გამო რუსეთის ელჩმა დარბაზი დატოვა. როდესაც ის გადიოდა, მიშელმა მიმართა:

"შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, შესაძლოა, ეს უფრო ადვილია, ვიდრე სიმართლის მოსმენა".


close დახურვა