„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე, მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის, მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას აფასებს და აღნიშნავს, რომ მიძინებულ მაჟორიტარებს საკუთარი უფლებები გაახსენდათ.
კაციტაძის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სიბეცეა.
„მიძინებულ მაჟორიტარებს გაახსენდათ რომ არიან დეპუტატები და აქვთ ინიციატივის უფლება. ძალიან კარგი, შეაგროვოს ხელმოწერები და განახორციელონ ეს ცვლილება. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ეს სიბეცეა,“ - აცხადებს კაციტაძე.