მიწისძვრის შედეგად, 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 3000-ზე მეტი კი დაშავდა თურქეთსა და სირიაში.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.
რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი.