logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, გამოკვლევებისთვის კლინიკა ვივამედში გადავიდეს

10 მაი 202216:39
3 წუთის საკითხავი
 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გამოკვლევების ჩასატარებლად ვივამედის კლინიკაში გადავიდეს. მესამე პრეზიდენტმა მზაობა შესაბამის პერსონალს უკვე დაუდასტურა.

ნაყოფიას განმარტებით, სააკაშვილმა ვივამედში დღეს გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა დღეს ეძლევა.

"მას უკვე აცნობეს, სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, საუბარია მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. ანუ მას შესთავაზეს, რომ ვივამედში გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, თან შესთავაზეს, რომ ეს უნდა მომხდარიყო დღეს, რაზეც მან უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ისედაც უიშვიათესი დღეა მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს, ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა", - თქვა ნაყოფიამ.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანას სთავაზობს.

როგორც მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილს კლინიკაში "საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა" ჩაუტარდება. ბრეგაძემ ეს შეთავაზება "შესაძლო გართულებების თავიდან არიდების" მიზეზით განმარტა.


close დახურვა