logo
ENG



მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერის თანამდებობას არ დაიკავებს

30 აპრ 202019:50
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ვიცე-პრემიერის თანამდებობას არ დაიკავებს. ვოლოდიმერ ზელენსკისთან რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ შეთანხმება სხვა თანამდებობაზე შედგა - განცხადება ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ბრიფინგისას გააკეთა.

დავით არახამიას თქმით, ნაპოვნია თანამშრომლობის ახალი ფორმატი, დეპუტატმა დეტალების დაზუსტებაზე უარი თქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივა იყო. 

„მისი კანდიდატურისთვის ხმები საკმარისია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხანგრძლივ კონსულტაციებს ატარებდა პრეზიდენტთან და მათ გამონახეს სხვა ფორმატი, რომელშიც ისინი იმუშავებენ, ახალი თანამდებობა, რა თანამდებობა ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს პრეზიდენტის ინიციატივაა“, -განაცხადა არახამიამ 

 


close დახურვა