რას შეცვლის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ნაციონალურ მოძრაობაში? მესამე პრეზიდენტის მიმართვის ადრესატად ნიკა მელია აღიქმება. გადით შექმენით რაღაც ახალი - ამბობს სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტის სიტყვები პარტიის შიგნით დაპირისპირების ფონზე მოქმედი ხელმძღვანელობის მხარდაჭერად მიიჩნევა. ახლა მთავარი შეკითხვაა - დააჩქარებს თუ არა პარტიის დამფუძნებლის პოზიცია ნიკა მელიასა და მისი ფრთის ნაციონალური მოძრაობიდან გასვლას.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება
03 ნოე 202320:02
3 წუთის საკითხავი