მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინის ვიცეპრემიერის თანამდებობაზე საკანონმდებლო ორგანომ, უკრაინის რადამ უკან გაიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ვკითხულობთ, რადა-ში ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილის დასანიშნად საკმარისი ხმების მოგროვება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხში ვიცეპრემიერის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე დღის წინ შესთავაზა.