logo
ENG



მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის N12 ციხეში უკრაინის ომბუდსმენი შევიდა

27 ოქტ 202110:18
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა შევიდა. 

ის მედიასთან კომენტარს, სავარაუდოდ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილუმის წევრები და სააკაშვილის პირადი ექიმი. 

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანა გამორიცხულია და რომ მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. 


close დახურვა